ივნისი 5, 2017

წმ. მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმ. მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა

ტროპარი: მოციქულთა სწორნო, წმიდანო მირიან და ნანა, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.

*                *                *

…….წმინდა მოციქულთა სწორნი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა მოღვაწეობდნენ მეოთხე საუკუნეში და წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს თანამედროვენი იყვნენ. ღვთის ნებით, წმინდა ნინოს ქადაგებისა და მის მიერ აღსრულებული სასწაულების ძალით, ჯერ ნანა დედოფალი მოექცა ქრისტეს რჯულზე, შემდეგ კი მეფე მირიანიც გაქრისტიანდა. მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მანვე ააგო სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი. ვრცლად…