ივნისი 6, 2017

ღირსი სვიმეონ მესვეტე

ღირსი სვიმეონ მესვეტე

ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (596)

…….ღირსი სვიმეონ მესვეტე, რომელი იყო საკვირველსა მთასა შინა (+596) დაიბადა ანტიოქიაში 521 წელს, ღვთისმოშიში ქრისტიანების, იოანესა და მართას ოჯახში. მისი დაბადება და ღვთის სამსახურში ჩადგომა იოანე ნათლისმცემლის გამოცხადებით წინასწარ ეუწყა დედას – წმიდა მართას (ხს. 4 ივლისს). ყრმა 2 წლის იყო, როცა მონათლეს.
…….6 წლის სვიმეონს ანტიოქიაში მომხდარი მიწისძვრისას მამა გარდაეცვალა. ამ დროს ბავშვი ეკლესიაში იყო. ტაძრიდან გამოსულს, გზა დაებნა და ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა შეიფარა. ნეტარ მართას კვლავ წმიდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და შვილის ადგილსამყოფელი აუწყა. ამის შემდეგ წმიდა მართა წმიდა სვიმეონთან ერთად ანტიოქიის გარეუბანში დასახლდა, სადაც ყრმას რამდენჯერმე გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე და მომავალი განუცხადა. ვრცლად…

.

.