რელიგიური დღესასწაულები

დღესასწაულები:

24 აპრილი – ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ათორმეტთაგან მოძრავნი:

17 აპრილი – ბზობა
2 ივნისი – ამაღლება
12 ივნისი – სულთმოფენობა

ათორმეტთაგან უძრავნი:

7 იანვარი – ქრისტეშობა
19 იანვარი – ნათლისღება უფლისა
15 თებერვალი – მირქმა უფლისა
7 აპრილი – ხარება
19 აგვისტო – ფერისცვალება უფლისა
28 აგვისტო – მარიამობა, მიძინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
21 სექტემბერი – შობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
27 სექტემბერი – ჯვართამაღლება
4 დეკემბერი – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა

დიდი დღესასწაულები:

14 იანვარი – წინადაცვეთა უფლისა; ხსენება წმ. ბასილი დიდისა
27 იანვარი – ნინოობა
8 თებერვალი – ხსენება წმ. დავით აღმაშენებლისა
25 თებერვალი – დღესასწაული ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა ხატისა
6 მაისი – გიორგობა
12 მაისი – ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა
14 მაისი – თამარობა
22 მაისი – ხსენება წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა
1 ივნისი – ნინოობა (წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლა)
7 ივნისი – სულიწმიდის დღე, სამებობა
7 ივლისი – შობა წმ. იოანე ნათლისმცემლისა
12 ივლისი – პეტრე-პავლობა
13 ივლისი – სვეტიცხოვლობა; კრება წმ. ათორმეტთა მოციქულთა
29 აგვისტო – ანჩისხატობა
11 სექტემბერი – თავისკვეთა წმ. იოანე ნათლისმცემლისა (მარხვა)
14 ოქტომბერი – კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი; მცხეთობა – სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი – გიორგობა
13 დეკემბერი – ხსენება წმ. ანდრია პირველწოდებულისა და წმ. ვახტანგ გორგასლისა
17 დეკემბერი – ხსენება წმ. დიდმოწამე ბარბარესი
19 დეკემბერი – ხსენება წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა

გარდამავალი დღესასწაულები:

3 მარტი (ყველიერის ხუთშაბათი) – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება
12 მარტი (დიდი მარხვის პირველი შაბათი) – დიდმოწამე თეოდორე ტირონისა
13 მარტი (დიდი მარხვის I კვირიაკე) – კრება მართლმადიდებლობისა
20 მარტი (დიდი მარხვის II კვირიაკე) – ღირსი გრიგოლ პალამას ხსენება
27 მარტი (დიდი მარხვის III კვირიაკე) – ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე
3 აპრილი (დიდი მარხვის IV კვირიაკე) – ღირსი იოანე სინელის ხსენება
10 აპრილი (დიდი მარხვის V კვირიაკე) – ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენება
16 აპრილი (ბზობის წინა შაბათი) – მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი
15 მაისი (აღდგომიდან III კვირიაკე) – მენელსაცხებლე დედათა და კეთილმორწმუნე მეფე თამარისა
2 მაისი (აღდგომიდან IV კვირიაკე) – მართალი ტაბითასი
8 ივნისი (ამაღლების შემდეგი ოთხშაბათი) – ღირსი დოდო გარეჯელის ხსენება
9 ივნისი (ამაღლების შემდეგი ხუთშაბათი) – ღირსი დავით გარეჯელის ხსენება
22 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი ოთხშაბათი) – მცხეთის ჯვრის დღესასწაული
19 ივნისი (სულთმოფენობის შემდეგი კვირიაკე) – ყოველთა წმიდათა ხსენება

საეკლესიო სამახსოვრო დღეები:

4 იანვარი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე
25 მარტი – საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე
2 აგვისტო – ხსენება წმ. ილია მართლისა; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე
25 დეკემბერი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე

მარხვები:

დიდი მარხვა – 7 მარტი – 23 აპრილი
პეტრე-პავლობის მარხვა – 20 ივნისი – 11 ივლისი
მარიამობის მარხვა – 14 აგვისტო – 27 აგვისტო
ქრისტეშობის მარხვა – 28 ნოემბერი – 6 იანვარი

ერთდღიანი მარხვები:

ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა
ნათლისღების წინა დღე – 18 იანვარი
წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე – 11 სექტემბერი
ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი

ხსნილი:

შობიდან ნათლისღებამდე – 7-17 იანვარი
მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული – 14-20 თებერვალი
ბრწყინვალე შვიდეული – 24-30 აპრილი
სულთმოფენობის შემდგომი შვიდეული – 13-19 ივნისი
ყველიერი (ხსნილი მხოლოდ რძის პროდუქტებით და თევზით) – 28 თებერვალი – 6 მარტი

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:

ხორციელის შაბათი – 26 თებერვალი
დიდმარხვის II შაბათი – 19 მარტი
დიდმარხვის III შაბათი – 26 მარტი
დიდმარხვის IV შაბათი – 2 აპრილი
თომას კვირის სამშაბათი – 3 მაისი
სულის შაბათი – 11 ივნისი


12 საუფლო დღესასწაული მოძრავი

* ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი – თარიღის გამოთვლა
* ბზობა (ბაიობა) ანუ უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში – დიდ-მარხვის მეექვსე კვირას
* ამაღლება – აღდგომიდან მე-40 დღეს
* სულთმოფენობა – აღდგომიდან 50-ე დღეს

უძრავი (ძვ.სტ. / ახ. სტ.)

* განცხადება – ნათლისღება უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (6 იანვარი / 19 იანვარი)
* მირქმა – მიგებება იესუ ქრისტესი (2 თებერვალი / 15 თებერვალი)
* ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (25 მარტი / 7 აპრილი)
* ფერისცვალება იესუ ქრისტესი (6 აგვისტო / 19 აგვისტო)
* მარიამობა – მიძინება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (15 აგვისტო / 28 აგვისტო)
* ღმრთისმშობლობა – შობა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (8 სექტემბერი / 21 სექტემბერი)
* ჯვართამაღლება – მსოფლიო ამაღლება ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯვარისა (14 სექტემბერი / 27 სექტემბერი)
* ტაძრად მიყვანება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა (21 ნოემბერი / 4 დეკემბერი)
* ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი (25 დეკემბერი / 7 იანვარი)

დიდი დღესასწაულები

* წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და ხსენება წმ. ბასილი დიდისა (1 იანვარი / 14 იანვარი)
* წმიდისა დედისა ჩუენისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისა (14 იანვარი / 27 იანვარი და 19 მაისი / 1 ივნისი)
* წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა (24 ივნისი / 7 ივლისი)
* წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (29 ივნისი / 12 ივლისი)
* წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა (29 აგვისტო / 11 სექტემბერი)
* მცხეთობა-სვეტიცხოვლობა – ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საფარველი (1 ოქტომბერი / 14 ოქტომბერი და 30 ივნისი / 13 ივლისი)

გარდამავალი დღესასწაულები

* ღირსისა მამისა ჩუენისა შიო მღვიმელისა – ყველიერის ხუთშაბათს
* დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა – დიდი მარხვის პირველ შაბათს
* წმიდისა გრიგოლ პალამასი – დიდი მარხვის მეორე კვირას
* ღირსისა იოანე კლემაქსისა – დიდი მარხვის მეოთხე კვირას
* ღირსისა დედისა ჩუენისა მარიამ მეგვიპტელისა – დიდი მარხვის მეხუთე კვირას
* მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ – ბზობის წინა შაბათს
* მენელსაცხებლე დედათა – აღდგომიდან მესამე კვირას
* კეთილმორწმუნისა მეფისა თამარისა – მენელსაცხებლე დედათა კვირასა და 1 / 14 მაისს
* მართალი ტაბითასი – აღდგომიდან მეოთხე კვირას
* ღირსისა დოდო გარეჯელისა – ამაღლების შემდეგ ოთხშაბათს
* ღირსისა დავით გარეჯელისა – ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს
* ყოველთა წმიდათა – სულთმოფენობის შემდეგ კვირას

საეკლესიო სამახსოვრო დღეები

* საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე (1917 წ.) (12 მარტი / 25 მარტი)
* უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციის დღე (1977 წ.) (12 დეკემბერი / 25 დეკემბერი)
* უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ანგელოზის დღე (20 ივლისი / 2 აგვისტო)
* უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II დაბადების დღე (1933 წ.) (22 დეკემბერი / 4 იანვარი)