ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა და „საშოჲთგანვე დედისაჲთ შეწირულ იყო ღმრთისა დედისაგან თჳსისა“. ღვთისაგან გამორჩეული ყრმის „გულისხმიერობაჲ სწავლისაჲ განსაკვირვებელი იყო ფრიად…  გაგრძელება

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისა-თვისცა ანგელოზთა თანა იხარებდეს სული შენი, ნეტარო გრიგოლ.

კონდაკი: უღელი იგი ქრისტესი მიიღე, გრიგორი, და მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლად წმიდად ხორცთა შინა შენთა მტვირთველმან, რომლისათვის საღმრთოისა დიდებისა მისისა, ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.

  • აპრილი 30, 2015

    წმიდა ეფრემ დიდი

    წმიდა ეფრემ დიდი

    წმიდა ეფრემ დიდი, მაწყვერელი (IX)

    …….წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმიდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
    …….საეკლესიო საქმეებისთვის აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაჲთა… პოვა ეფრემ ყრმაჲ, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულთმოქმედი“. უკან დაბრუნებულმა გრიგოლმა ყრმა ეფრემი თან წაიყვანა ხანძთას არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად და აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს (ხს. 5 ოქტომბერს) ჩააბარა.
    …….ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თჳნიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დაღაცათუ უშიშ არს გული ჩუენი ჟამისა ამისათვის, არამეგ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომ ყოველივე ღვთაებრივი გამოცხადებითა ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსნი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“. ვრცლად…

  • აპრილი 27, 2015

    წმიდა დიმიტრი ყიფიანი

    წმიდა დიმიტრი ყიფიანი

    წმიდა დიმიტრი ყიფიანი (+1887)

    …….წმიდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 (27) აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი ტფილისში აღზარდეს ნათესავებმა, მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა.
    …….1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად.
    …….ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830-იანი წლების კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას.
    …….დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძვლად.
    …….დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული ყოფილა შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს. ვრცლად…

  • აპრილი 23, 2015

    წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი

    წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი

    წმიდა დედანი და მამანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი ჟამთა თემურ-ლენგისასა (+1386)

    …….გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისთვის: სამარყანდელი თემურ-ლენგი შვიდგზის შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსა ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახნი საქართველოჲსნი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართველმა „ვნებაჲ მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“.
    …….თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატევებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა. ვრცლად…

    .

  • აპრილი 12, 2015

    ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

    ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

    ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი

    ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

    კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

    წმიდა იოანე ოქროპირი „სააღდგომოდ“

    …….რომელნი ხართ კეთილ მსახურნი და ღმრთისმოყვარენი, იშვებდით კეთილსა ამას და ბრწყინვალესა კრებასა, და რომელი არს მონაჲ კეთილგონიერი, შევედინ სიხარულით სიხარულსა, ამას უფლისა თვისისასა. რომელმაც იღვაწა მარხვითა, მიიღენ აწ ტალანტი შრომისა და ღვაწლისა, რომელმანცა იმუშაკა პირველ-ჟამითგან, მიიღენ დღეს თანამდები სიმართლისა. რომელი მესამესა ჟამსა მოვიდა, მადლობით დღესასწაულობდინ, ხოლო რომელი მეექვსესა ჟამსა მოიწია, ნუ იჭვეულობნ, რათა არა რაი დაჭირვება არს მისა. და რომელი დააკლდა ჟამსა მეცხრესა, მოვედინ ნუ რა რაის ორგულებნ, და ნუ ეშინინ, ხოლო რომელი მეათერთმეტესა ჟამსა მოიწია, ნუ შეშინდებინ დაყოვნებისათვის, რამეთუ მრავალმოწყალე არს მეუფე ჩვენი და კაცთმოყვარე. ვრცლად…


  • აპრილი 11, 2015

  • აპრილი 10, 2015

    ვნება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

    ტროპარი: მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან ჰსჯულისა პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯვარსა ზედა რა დაემსჭვალე, და ლახვრითა განიგმირე, და უკუდავება აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდება შენდა.

    კონდაკი: რომელი ჯუარს-ეცვა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას, იხილა იგი მარიამ ჯვარსა ზედა და სთქვა: დაღაცა თუ ჯვარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყვარე და მაცხოვარი.

    დიდი პარასკევი – იესო ქრისტეს ვნებათა ხსენება

    …….დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა. დღეს მოხდა ღმერთის საშინელი განსჯა… სამყაროს არასდროს უხილავს ასეთი უმანკო განსასჯელი და ასეთი საშინელი მსაჯული: არასდროს დაუცინიათ ღმერთისთვის ასე საშინლად. მოხარხარე ჯოჯოხეთი ჩასახლდა დღეს ადამიანში და დასცინა ღმერთსა და ყოველივე ღვთაებრივს. დღეს დასცინეს მას, ვისაც არასდროს გაუცინია. დღეს დაამცირეს ის, ვინც მოვიდა ჩვენს განსადიდებლად; დღეს ვტანჯავთ მას, ვინც მოვიდა ტანჯვისაგან ჩვენს განსათავისუფლებლად; დღეს სიკვდილს ვანიჭებთ მას, ვინც მარადიული ცხოვრება მოგვიძღვნა. ვრცლად…

  • აპრილი 10, 2015

    სიონის საკათედრო ტაძარი

    სიონის საკათედრო ტაძარი

    წმიდა იოანე მანგლელი

    წმიდა იოანე მანგლელი

    წმიდა იოანე მანგლელი (+1751)

    …….თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადიაკვნოს შესასვლელთან, თეთრი მარმარილოს ფილის ქვეშ განისვენებს წმიდა იოანე მანგლელის ნეშტი. ჩვენში, სამწუხაროდ, ბევრმა არამცთუ ამ საფლავის, თვით წმინდანის შესახებაც არაფერი იცის. არადა, ჩვენს დიდი წინაპრებს დიდი სასოება ჰქონდათ მისდამი. იმიტომაც დაუკრძალავთ სიონის ტაძარში მირონმწთოლარე მისი სხეული, რომ დაეცვა სამეუფო ქალაქი და სრულიად საქართველო.
    …….წმინდა იოანე 1666 წელს დაბადებულა თავად გიორგი სააკაძის ოჯახში (ეს სხვა გიორგია, დიდი მოურავი არ გეგონოთ). ერისკაცობაში იოსები რქმევია. მორწმუნე მშობლებს კეთილი თესლი ჩაუდიათ იოსების სულში და ისიც უდაბნოში წასულა მის ასაღორძინებლად. ვრცლად…

    .

  • აპრილი 7, 2015

    ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

    ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

    ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

    ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

    *                *                *

    …….ზაქარიასთან მთავარანგელოზის გამოცხადებიდან მეექვსე თვეს გაბრიელ მთავარანგელოზი გალილეის ქალაქ ნაზარეთში იქნა მივლინებული ქალწულ მარიამთან, რომელიც დაწინდული იყო იოსებზე, დავითის მოდგმის შთამომავალზე. უფლის წინაშე მდგომელმა მას ასე მიმართა: „გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“ (ლკ. 1,28). მარიამი შეძრწუნდა და გაიფიქრა: „ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე?“ (ლკ. 1,29). ზაქარია ურწმუნოების გამო არ ენდო მთავარანგელოზის სიტყვებს და დაისაჯა, მარიამი კი სიმდაბლის გამო დაეჭვდა, ამიტომ ზეციურმა მაცნემ კრძალვითა და მოთმინებით განაგრძო მისი დაჯერება: „ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ“. იგი თანდათან უცხადებს ქალწულს, თუ ვინ იქნება მისი მუცლის ნაყოფი: „ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა იწოდის, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ“ (ლკ. 1, 30-33) –  ვრცლად…


საქართველოს საპატრიარქოს გერბი